XV
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიადა შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,და თუ როგორმე ისევ გათენდა -ღამენათევი და ნამთვრალევი,დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევიმე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,შემოიჭრება სიონში სხივიდა თეთრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედიგედი დაჭრილი ოცნების ბაღით!შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედისდაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -ღამენათევი და ნამთვრალევისავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?შენს მოლოდინში ასეა ყველა?სული, ვედრებით განაოცები,შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო?საბედნიერო სად არის სული?ვით სამოთხიდან ალიგიერი,მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზესიკვდილის ლანდი მომეჩვენება,განსასვენებელ ზიარებაზეჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრეფ ხელებს და გრიგალივითგამაქანებენ სწრაფი ცხენები!ღამენათევი და ნამთვრალევიჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიადა შორეული ცის სილაჟვარდე!