გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXVI

ვინ არის ეს ქალი?

მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯა ცხენი,გადვიჩეხე,უკურნებლად დაჭრილი ვარ...დამეხსენი!შეკიდებიან მთვარეს - როგორც მძიმე მტევნები,თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები.ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.

სადღაც შორს მუსიკა ქარივით კითხულობდა:ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალიასეთი ცისფერი?ჩახმახის წუთი. ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.ლჲუციფერი: -ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალიასეთი ცისფერი?