გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXXII

ფარდების შრიალი

დადის და აზმორებს...ხავერდებს, ხალიჩებს, ბნელ კარებსუვლის გარს - ისეთი სიფრთხილით!იდუმალ შუაღამითბნელ ღამით -ჩუმად ვშლი რვეულებს.ოდნავ თრთის სანთლის ალი...სიჩუმეა.ის კუთხეში წევს გაუნძრევლად,ცივი თვალებით.შევხედავ, ვიგრძნობ: არსადა სჩანსგზა წინანდელი.ჩნდება - მწუხარება და ჟრუანტელი.ნელ ნაბიჯს შავი მიაპარებს -იდუმალება.სადაც ბავშური ძილით სძინავს -ჩემს ანგელოს დას(ჩემს მოგონებებს, პოეზიას!)სურს მოიტაცოს გაზაფხული!შეხედეთ! თურმე სად მალავდაველური ფიქრითავის ბასრ ბრჭყალებს...მე შეიძლება შეშლილი ვარ,და ავადმყოფი!ფარდების შრიალიმაახლოვებს მშვიდ სამეფოსთან,რომელსაც ქვია: მოლოდინიდა მღელვარება.ეს არის სული, დამწყვდეულიცისფერ ბადეში -და ნათელივით იტანჯებამისი თვალები.გარეთ მაისია.დაჰქრის დიონისესშვება უჩვეულო.გარეთ იასამანსბინდი ეფარება...ბაღი ედარებაცისფერ მოგონებას.და რად მაგონებს მშვიდ სამეფოსმდუმარებისასფარდის შრიალი?