გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXXVI

შიშველი

სიმაღლე ლაჟვარდთა,ვარსკვლავთა სიმაღლე,სიმაღლე ზამბახის!

ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი!ოჰ, თქვენს თმებს შეჰფერის დაფნა და ამბორი!

ელადა, ელადა!აქ სული ატარებს თვის მსუბუქ სამოსელს, -ასეთი სინათლით შუბლი უელავდავენერა მილოსელს!