გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XLVII

ი. ა.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვინუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.და მწუხარების მალე ნიავშიმოფრინდენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კივოდა ქუჩა:შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,და გაისმოდა დების სიმღერა.