LVII
შენი სადღეგრძელო
კაფეში შევალ სრულიად მარტოდა ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,ერთი შენია (უნდა ვიდარდოასეც და ისეც, აქაც და იქაც).
შენს სადღეგრძელოს ჩუმად ჩამძახებსჭიანურები, ვსვამ: ალავერდი!მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.
და გაფითრებულ სარკეში მცურავსეს მწუხარება ვინ დამიფასოს?მე გეუბნები ასე სამდურავს,მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს.