LXIII
ნუგეში
არის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში,ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი:შევიდე უცხო სიმსუბუქეში,გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი.
ვიცი: ეს მხოლოდ ისე იქნება,როგორც ყოფილა ოდესმე ღამით:დათვლა ნაბიჯის და დამიზნება,ნისლიან ამიდს, ნისლიან ამიდს!
მაგრამ ნაცნობი ზმანება ბროლისმოვა: სალამი თანამგრძნობ თვალებს!მას მოიზიდავს ხმობა გასროლისდა შეჩერებას მე დამავალებს.
ვიცი: პოეტის გატეხილ სახელსბრბო არ დაინდობს გასათელავად,მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევსდა დაადგება შუბლს ნათელივით.