გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LXXII

ლოცვისთვის

ვით ლოცვა - ედება საღამო მთის კალთებს.შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან.მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებსდა შენი ლოდინის სიმღერას გავატან.

ასეთი ვარდებით ივსება აუზი,დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა:წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს ქაოსი!შენ, ჩემო გენიავ - გრიგალმა დარეკა!