LXXVII
სროლის ხმა მთაში
გაისმა შორი სროლის ხმა მთაშიდა მონადირემ დაჰკოდა შველი...საღამო იწვა ხავერდის ყდაში,ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი...ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ,როცა მე ბავშვი ვიყავ.
არ არის რამე უფრო მტანჯველი,როდესაც კუბოს მიჰყვები ქარში:„დარჩი“, - ქვითინებს ჰაერში მარში,მაგრამ ვერავის ქვეყნად ვერ შველი.ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ,როცა მე ბავშვი ვიყავ.
კუბო, უმიზნოდ მცურავი ქარშიდა უმიზეზოდ მოკლული შველი!დაედევნება ბავშვებს სიზმარშიეს მოგონების ლანდი, სანთელი.რას იზამს მაშინ, რას იზამს მაშინმზე, ნაკადული, მთები და ველი?
ეხლა სხვა დროა! ნისლს ათამაშებსშემოდგომის ტყე... ცხოვრება ძნელი!ჩემთვის ერთია: ბედის წინაშებავშვებს საიდან ელით საშველი,მე აღარ ვამბობ: უშველეთ ბავშვებს,მიეცით ბავშვებს სასუფეველი.
მაგრამ ხანდახან მე გული მტკივა:რად არის ასე, რად არის ასე?რისთვის მოჰკალით ჩემი სინაზე?მახსოვს ფოთლები, ვენახი, თივა...ოჰ, მეგობრებო! სანამდე მივა...ოცნება ფერფლზე, მზეზე, წვიმაზე!