გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

VIII

შერიგება

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,შავ ტანსაცმელში მე მოვირთვებიდა წავალ ქარში, როგორც მოცარტი,გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა. ეხლა ამ ბაღებსდა მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,მაისი ალით ააზამბახებს,ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზემშვენიერების ლექსით მქებელი:დღეს ყველგან მზეა და სილამაზესიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!