LXXXVI
დომინო
შევდივართ სასახლეში.წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებითეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით.ჰაერი სიკვდილით დაფარეს...განდეგილ ცხოვრებით დღეგრძელი მოხუცი ცხოვრობდა აქ ერთ დროს.ვინ იყო? სახელი არავინ იცოდა.ათასგვარ წამლით და შელოცვით ეძებდა ბედნიერ სამკვიდროსდა მუდამ ფარული ღელვებით იწოდა...მის თვალწინ ქარივით დგებოდენ ყოველღამ ფერმკრთალი ქალები:სანთლების, წიგნების წყევლა და ვედრება!ისინი ტიროდენ, ისინი რეკავდენ თვალების რკალებით.რისხვა! ამხედრება!აქ ხშირად ვხედავდი საყვარელ აჩრდილებს:უეცარი გახელა, საოცარი შენობა,როგორ მოვანდომინო.მესმის უცხო სახელი, მტანჯავს მე უშენობა,იდუმალო დომინო!არაფერი ეშველა: ნიღაბები წითელი,ნიღაბები ათასი!მაგრამ მე მომეჩვენა ჩემი ცა უწინდელიუფრო უდიადესი.ლანდად სჩანდა ხელები და გეძებდი თვალებით,დაღალული თვალებით!რეკდენ ცისარტყელები ფერის ჩუმი ცვალებითდა მძაფრი გამალებით.წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებითეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.თეთრი კვამლი ზღაპრების,ამართული კანკელი.მესმის ამ გამძაფრებისწამწამების კანკალი.ქალთა ხმაში ფარულიყვავილები სუროთი,თოვლის ფერ-უმარული -გაფითრების სურათი!და თვალების წყვდიადიდა სიცილის ფერება -როგორც ყრუ ბაიათი -ფიფქით დამემტერება.ოჰ! ვიცი: სიცივიდანტერფამდე ვარ: დიდება!მასთან ალებს მივიტან,ვეტყვი... არდარიდება!ვიცი: ფრთასაც ვერ ახებსიდუმალად ბეჯითი,თითების გრძელ ზამბახებსდაჩრდილული ბეჭედი.ლანდივით მაქვს ნახულიბეჭდის თვალში მოლები:მოტეხილი ზაფხულიდა ოხვრის პაროლები.წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებითეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.დარბაზში ისმოდა: დომინო! დომინო!გამოჩნდა დ ო მ ი ნ ო.