გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XI

VOILES

საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები!საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით:ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!

საიდუმლო ალები! ისევ მომემალებაუმიზეზო წვალება და ლურჯი მწერვალები!ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი,ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!

სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი -რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი!საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!

ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი),და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები!საიდუმლო ალები! ისევ დამევალებაუმიზეზო წვალება და ლურჯი მწერვალები!