გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XII

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,სანდომიან ცის ელვა და ფერიმწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახეიწოდა ნათელ ალთა კრებული,მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახეიყო იდუმალ-გაფითრებული:

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა!ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთასხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდადა ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა.იყო ობლობა და შეცოდება,დღესასწაულს კი ის დღე არ გავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარისად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!ქუჩაში მძაფრი დაქროდა ქარიდა განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვეღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანსდა ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვებიაშრიალებდენ ფოთლებს ბნელ-ხმიანს,როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -ქარს მიყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნებარად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?რად აშრიალდა ჩემი ოცნება,როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირიწყდებოდენ, როგორც მწყდებოდა გულიდა მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,ლირი, ყველასგან დატოვებული.