XXIII
ღრუბლები ოქროს ამურებით
ღრუბლები ოქროს ამურებით დასახლებული,ვეზუვის ფერფლი!თვალი იკარგება სივრცეთა უნაზესგრადაციებში,უფრო უნაზეს, ვინემ შტიაციატოფლორენციაში,სადაც უძველეს ხელოვნების ყველა ფერებშიფეთქს ნაპერწკლები:ნახატი ვაზების,სასანთლეების,საცეცხლურების და კანკელების.ამ საღამოში განისვენებსმშვიდი სინათლესავსე უდიდეს მწუხარებითდა სიყვარულით.ამ წიგნის ფურცლებშიდაჰქრის მისისასახლის ლანდი.დასაქართველო!შენ მოვალე ხარ, რომ ნატრობდეჩემს მეგობრობასუფრო მხურვალედ -ვინემ მე შენსას!