გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXIV

ჭიანურები

მიდის ოპერა „ლაკმე“,ბუტაფორიის შეხლა!განა ეს არის საქმე?მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა:მწარე ფიქრებში გართულსმესმის სიცილი მთვრალი;სადმე მეხუთე სართულსმთვარე უღიმის მკრთალი.ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა -ძველი, მოსისხლე მტერი!მჯერა მე შენი ძმობა,შენი შეშლილი ფერი.განა მეხუთე სართულს,განა მეათე მთვარეს,უხმო, მჭვარტლიან სანთელსგადავალევდი თვალებს?მგზავრი, მწუხარე ხმობა:„მცივა! მომეცით ჭერი!“ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა -ჩემი მოსისხლე მტერი!ხშირად ვიგონებ ვერლენს,როგორც დაღუპულ მამას,დაღვრის შეშლილი ცრემლებს,მოგონებათა გამმას.ხშირად ვიგონებ პარიზს...ნახე იგი და დაგმე!ნისლის, სულის და ქარის -ლაკმე, სადა ხარ, ლაკმე!