XXVIII
ის
ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვაგადააქსოვა სარკმლის მწვანე ბროლს,სარკეს ანათრთოლს დაუახლოვადა დაათოვა სურათებს, საწოლს.
მე დამავიწყდა ძველი წვალებადა ვალალება გრძნებათ დამხობის,და მახსოვს მხოლოდ ცისფერთვალებაიდუმალება შორეულ ტრფობის.
მომიახლოვდი, ვით მთვარის შუქი,მითხარ, მაჩუქე ოცნებათ კრება.უჩინრად ჩნდება ვნებათ ქარბუქი...ეს მართლა ხდება თუ მესიზმრება?