გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXIX

ვუალისა და ვიოლჲეს შესახებ

ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარსპალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.

გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი!ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარივუალის, ვიოლჲეს და სხვების შესახებ.