XXX
ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარიდა ტყეს მთებისას გაიფრენს აფრად,ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარიაშრიალდება უშორეს ზღაპრად.ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავსძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად,სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებსმოგონებებში ვიჭერ თანაბრად.ეს იყო წინად, დიდი ხნის წინათ...სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!იყვენ ოდესღაც და მიეძინათ...ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.მას შემდეგ ბედი და იალქანიქარის სიმძიმით გადაიხარა,შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი, არა!ეს იყო წინად, დიდი ხნის წინად,ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა.დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.