XXXIX
ორხიდეები
აველ დაღლილი მარმარილოს თლილ კიბეებითდარბაზში, სადაც ვისვენებდი ჯერ ისევ დილით;ორხიდეების მწყობრად იდგა მუქი შლეიფიგანაზებული ჩემი ფერმკრთალ სულის სიკვდილით.
ხავერდის კუბო, დათოვლილი თეთრ ზამბახებითიდგა მდუმარე, მგლოვიარე და დასევდილი;ოჰ, იგი აქ წევს აბრეშუმის თეთრი ტალღებით...ამ ყვავილებში დავასვენე ჯერ ისევ დილით!
დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ:შავი გედივით მაღლა იდგა კუბო პირქუში!დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ,ჯერ ისევ გუშინ რომ ხარობდნენ, ჯერ ისევ გუშინ.
მე დავცქეროდი ისრებივით დახრილ წამწამებსსამგლოვიარო დოლბანდებად რომ ჩამოვარდა,გადაეფარა იმის თვალთა უსივრცო ღამეს, -და არასდროს არ აიხდება ხელახლა ფარდა.