გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XL

მგლოვიარე სერაფიმები

მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.

მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები.და სასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგითმე მიმყვებოდენ და სტიროდენ სერაფიმები.

ასე სტიროდენ: „ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.

ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზებიშენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,და შენ, მწყურვალემ, გამოსცალე ყველა თასები!

ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრეს შხამით;ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამითდა უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.

ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით ცენტავრები,მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!“