XLIII
მივარდნილი აივანი
ამპარტავანი თათარი,ეზოში დადის მამალი,მახსოვს მოხუცი ჭადარიდა ძველი დასტურ-ლამალი.
მახსოვს მივარდნილ აივნისჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.ეხლაც ხანდახან გაივლისჩვენი კნეინა, კაკაბი.
სიმინდის ანაქურჩალითკოკა, შედგმული გაროზზე:მაღალ ტანით და ჭურჭელითკაკაბი მიდის წყაროზე.
გახმა ბოსტანში მწვანილი!და ოხრავს ჭმუნვით მოცულითავადი ვაშლოვანელი,ხანდახან ჩემთან მოსული.
„რა უბედური ქარია!წამოველ... ვიცი: მელოდი!“დავლიეთ, გაგიხარია...(ვამაყობ საქართველოთი!)
ოქტავებით ვწერ პოემას:(ესეც საქმეა თუ არა?)და სოფლის უდაბნოებასამ ზარმაც გადაუარა.
და მეგობარიც ხანდახანუთუოდ მოვა, თუ ელი:ტფილისში მეფობს თათარხან,ღვინო, დუელი, დუელი!
სასახლე გახდა თილისმა!არ არის არც საშინელი:კარგად გაიცნო ტფილისმაჩინებულება ჩინელის.
„რა უბედური ქარია!წამოველ... ვიცი, მელოდი!“დავლიეთ, გაგიხარია...(ვამაყობ საქართველოთი!)