XLIV
აკაკის ლანდი
მდუმარე მხარეს შორი მთებისასდახარის ღამე და ანდამანტი.იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!თეთრი ჭაღარით მოსილი თმებიელავდა ელვის ელვა-ციმციმითდა მოხიბლული იყო მთიებიდიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდანელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩუმი,და მოძრაობდა ღამის მნათობთააღელვებული ელიზიუმი.გრძნობდა თანაბარ მოახლოებასგანცვიფრებული და დიდი მთები,შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთამშობლიური ტყის მწვანე ზვირთები.მაშინ ბავშივით მიჩუმდა შქერი,შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა -მხოლოდ გრაალმა გზა მრავალფერინაპერწკლის დროშით ააელფერა.და საიდუმლო შუქით შემოსამიწყნარებული გზა იშვიათი:ჩუმად.. დაღლილი სანთლებით მოდისმწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელიდა არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,რომ არ აანთოს ისევ სანთელიდავიწყებული ხატის მახლობლად.იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,იქნება ჩვენთან მარად და მარად!ჩვენი სიზმრების სიდიადეში,ჩვენის ფიქრების ლურჯ ნიავქარად.არ მოგვაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოსმისი, პოეტის, მაღლით ანთება.კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს,კურთხეულ იყოს ეს მოლანდება...