გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XLV

მას გახელილი დარჩა თვალები

მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეო!მზე მიიცვალა ღია თვალებით!ის მიიცვალა რაღაც უმწეოდა საოცარი გარდაცვალებით!

მას გახელილი დარჩა თვალები,ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!ის უცხო მხარეს გარდაიცვალადა გახელილი დარჩა თვალები!

და ეს თვალები საღამოთა ხმასუსმენდენ ტანჯვით და მოკრძალებით:მას გახელილი დარჩა თვალები,ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!

რა ხდება იქით! საიდან ისმისმგლოვიარეთა ქნართა: „მშვიდობით“?უეცრად სწყვეტენ სიმები სიცილსუამიდობით... უამიდობით!

საიდან ისმის ჩუმი გალობადა უღონობა სუნთქვის შემწყდარის,წამების წყნარი წარმავალობადა მოგონება ძვირფასი მკვდარის?

მიდის ზაფხული... ბაღში, მდელოშისისინებს სიო, შრიალებს ნეშო,მე ისევ აქ ვარ... საქართველოში!რისთვის, ძვირფასო! რისთვის, ნუგეშო?

და ეს თვალები სერაფიმთა ხმასუსმენდენ ტანჯვით და მოკრძალებით,მას გახელილი დარჩა თვალები,ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!

მივალ, მიმყვება მე შენი ცქერადა ხავერდებზე ეცემა ჩრდილი,ყველგან უჩინრად ტირის ცერერა,თვალები ცივი და გახელილი.

ღირდა თუ არა სხვა სიცოცხლეზეოცნება ჩუმი და ფერმიხდილი?მე გზა არ ვიცი უახლოესი:ერთად ერთი გზა არის სიკვდილი.

მას გახელილი დარჩა თვალები,ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!ის უცხო მხარეს გარდაიცვალადა გახელილი დარჩა თვალები!