გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LI

ახალი მოსახლეობა

ჩვენ ერთად ვუცდიდით ღამეში თეთრ სანთელს,ჩვენ ერთად მოვრკალეთ ლოდინი და რიცხვი.ბედივით გამოყვა ჩემს ბინას შარშანდელსუქმი და უგონო ცხოვრების სირცხვილი.

ვიღაცა მახინჯი მხიარულ სიცილითშემოგვხვდა... დაგვიწყო, დაგვიწყო პატიჟი!ვინ იყო? საიდან? ჩვენ ის ვერ ვიცანითდა ყველა შევყევით შავი დღის ბადეში.

დავბრუნდით ბინაში და დაგვხვდა ცხედარი!მივაგნეთ სულის კვალს! მე ნატვრას ვეახლე!ოჰ! დადგა ჩვენი დრო ჩუმი და ნეტარი,იდუმალ ქვეყნების ვართ ეხლა მოსახლე.