გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LII

თიბათვე გავიდა

თიბათვე გავიდა. აჭრელდა ქათიბიიქ, სადაც ყელამდე ღელავდა სათიბი.მეც მალე ჩრდილოეთს ვეწვევი კიდობნით,მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!მევახშის ხელში ვარ! დამედო ვალები!ოჰ! უნდა გავყიდო მამული, ჭალები!რა გზაა: მე მიკვირს, რომ დღემდე გავძელი!სასახლეც გავყიდე... სათიბიც ავცელე!