LIII
არაგვი
თან მიმყოლი ჩრდილები, აუხსნელი ქარაგმი,სადაც მწვანე ველია და მქუხარე არაგვი.
სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი,შორს კი ხევსურეთია, თუშეთი და ფშავეთი.
ერთხელ შვიდ წელიწადში შენი ცა გაიხსნება,რასაც მაშინ ისურვებ - ყველაფერი იქნება.
გარინდდება მდინარე (ეს არაგვი, ზმანება),ყველაფერი უცნაურ მოსვლას დაემგვანება.