გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LXVIII

მწუხარება შენზე

მე გარს მეხვევა მუდამ, იგივეშენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე.ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებსსად დავემალო, სად წავუვიდე?

ღვინით თასები ისევ ივსება,ისევ მევსება დარდით თვალები.შორით მომესმის ყრუ ტაშისცემა,მაგრამ იქ ვისმეს შევებრალები?

მე ვიხდი ნიღაბს! მომგვარეთ რაში!შენთან! ნუგეშთან! ო, ჩქარა, ჩქარა!მე მომდევს განთქმულ სახელის ტაში,დიდება, ცრემლი, ღელვა, მუქარა.