LXIX
შენ ერთი მაინც...
საქართველოში შენ ერთი მაინცარ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები,შეგებრალება თვითონ კაენიც -თუ კი პოეტის ჰქვია სახელი.
ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს,მეგობრები კი არ მეყვარება -სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებსჩამავალ მზეთა მგლოვიარება.
გიგზავნი ამ წიგნს... როგორც ოდესმემომქონდა შენთან წიგნი პირველი,შენმა ღიმილმა უბოროტესმადაინდოს წიგნი და შემწირველი.