გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LXX

სიზმრები

შეღამდა, მე წაველ იქ, სადაც სიზმრებიწიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით,ჰანგები დაქრიან, ვით ქარში ისრებიდა სული ფითრდება ნათელის ცვალებით.

წავიდნენ ლანდები, მეორე, მესამე...და ღამე დაჭრილი ფრთებივით დაქანდა.შენ იცი? შენ იცი - მე როგორ ვეწამე?როდესაც მე მოველ - არავინ არ ჩანდა!

მე მქონდა ვაზაში ვარდები მრავალიუცხო და შორეულ მდინარის ნაპირთა.არ იყო იქ მხოლოდ ნაცნობი ყვავილი,იდუმალ ძახილმა ღამით რომ დამპირდა.